Skip to main content
Support

ბიოლოგია (პილოტირებული)

Enrollment in this course is by invitation only

კურსის შესახებ

კურსი ხელს შეუწყობს მონაწილეებს, გაიაზრონ და შეაფასონ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობა; შეისწავლონ მოსწავლეზე ორიენტირებული კონკრეტული სასწავლო სტრატეგიები, მეთოდები და მიდგომები; გაიცნონ პრაქტიკაში მათ დასანერგად საჭირო კონკრეტული ტექნიკები და გავარჯიშდნენ გამოყენებაში მოდელირების გზით. კურსი დაეხმარება მონაწილეებს, დანერგონ თავიანთ პედაგოგიურ პრაქტიკაში კვლევაზე, პრობლემაზე, პროექტზე დაფუძნებული სწავლება; შეიმუშავონ სასწავლო პროცესის დიფერენცირების კონკრეტული გზები, როგორც სასწავლო მასალის შინაარსის, ასევე მეთოდოლოგიის მიხედვით; გამოიყენონ შეფასების სხვადასხვა სტრატეგიები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში; გააცნობიერონ სასწავლო პროცესის წარმართვის აუცილებლობა 21-ე საუკუნის მოთხოვნებისა და საჭიროებების მიხედვით, შექმნან თემატური და გაკვეთილის გეგმები აღნიშნულის გათვალსწინებით.

კურსის ბოლოს მისაღწევი შედეგები

კურსის ბოლოს მონაწილე შეძლებს:

    1. გამოიყენოს სამეცნიერო პრაქტიკები ბიოლოგის სწავლა-სწავლების პროცესში;
    2. გამოიყენოს სამეცნიერო მეთოდი როგორც ბიოლოგისკვლევაზე დაფუძნებული სწავლების საშუალება, სწავლების, დიფერენცირებისა და შეფასების მიზნით;
    3. დანერგოს სასწავლო პრაქტიკაში საკვლევ შეკითხვაზე, პრობლემაზე, პროექტზე დაფუძნებული სწავლება;
    4. გამოიყენოს სწავლების კონკრეტული სტრატეგიები (სტრატეგია „მმმ“, სტრატეგია „იდენტიფიცირება და ინტერპრეტირება“) მოსწავლეებში არგუმენტირებული მსჯელობის, მონაცემების ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარების განვითარებისათვის;
    5. ბიოლოგიის მოახდინოს სასწავლო პროცესის დიფერენცირება როგორც სასწავლო მასალის, ასევე მეთოდოლოგიის მიხედვით;
    6. გამოიყენოს მრავალფეროვანისტრატეგიები და ინსტრუმენტები განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მიზნით;
    7. დაგეგმოს თემა/გაკვეთილი ტრენინგზე შეძენილი ცოდნის გათვალისწინებით, 21-ე საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაფასებლად.

მოთხოვნები

ამ კურსის გავლამდე, აუცილებლად უნდა გაიაროთ სადემონსტრაციო კურსი.

ხშირად დასმული შეკითხვები

რომელი ბრაუზერით ჯობია შემოსვლა

Open edX საუკეთესოდ მუშაობს Chrome, Firefox, Safari თანამედროვე ვერსიებით, or ან Internet Explorer version 9 და და უფრო ახალით.